მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან მარტივად შევძლებ [ევროპის ქვეყნებში] გამგზავრებას და თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ - კახა კალაძე

თბილისის მერია

დიახ, დიპლომატიური პასპორტი მაქვს. ძალიან მარტივად შევძლებ [ევროპის ქვეყნებში] გამგზავრებას და თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ევროკავშირის მიერ დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

"ჩვეულებრივად, [შევძლებ გამგზავრებას] - ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, არანაირი პრობლემა არ არის, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა", - ამბობს კალაძე.

„რის გამო უნდა შეუზღუდო დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს გადაადგილება, ვიზით თუ ვიზის გარეშე?! ჯერ არც თვითონ არიან ჩამოყალიბებული იმიტომ, რომ წარადგინეს დოკუმენტი, რომელზედაც უნდა დაიწყოს მუშაობა. როგორ დამთავრდება ეს მუშაობა და რა ფორმით წავა, ესეც გაურკვეველია.ზოგადად, სანქციებთან დაკავშირებით, წარმოუდგენელია რის გამო? რატომ უნდა დაგვასანქცირონ? - რომ არ მივეცით შესაძლებლობა მეორე ფრონტი ქვეყანაში გაეხსნათ? არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და ამით ვის დავაზარალებდით? - დავაზარალებდით ჩვეულებრივ გლეხს, მშრომელ ადამიანს, ბიზნესს, ასევე, მცირე და საშუალო სექტორის წარმომადგენლებს. შემდეგ თავზე ჩამოგვეშლებოდა ეკონომიკა და ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ. ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესი დავიცავით. ამის გამო თუ უნდა დავისაჯოთ? - კი, ბატონო, მაგრამ ეს არის უსამართლო დამოკიდებულება და არასამართლიანი პროცესები, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რაზეც თითოეული ქართველი ოცნებობს, სადაც არის სამართლიანობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დამოკიდებულებაც მალე შეიცვლება“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები