მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU განიხილავს  საქართველოსთვის დიპლომატიური პასპორტების რეჟიმის შეჩერებას - იოზვიაკი

ევროკავშირი

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი გეგმავს საქართველოს შეუჩეროს ე.წ დიპლომატიური პასპორტები.

იოზვიაკი ამბობს, რომ ეს ძირითადად სიმბოლური აქტია, რადგან მსგავსი პასპორტის მფლობელები, კვლავ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით, როგორც სხვა, დანარჩენი მოქალაქეები.

"EU განიხილავს საქართველოსთვის დიპლომატიური პასპორტების რეჟიმის შეჩერებას. გადაწყვეტილებისთვის საჭიროა მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა.

გადაწყვეტილება შესაძლოა დადგენილ ვადაზე, 16 დეკემბრის სხდომაზე ადრე იქნეს მიღებული. ერთი საკითხია, რომ ჩინოვნიკებს აქვთ "ნორმალური" [მოქალაქის] პასპორტები, რის გამოც ეს ძირითადად სიმბოლური ჟესტია" - წერს იოზვიაკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები