"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებაზე რეაგირების ნაწილში ორ საკითხს განიხილავენ.
ერთ-ერთი არის ინდივიდუალური სანქციები, რასაც მისივე ინფორმაციით სავარაუდოდ უნგრეთი ბლოკავს, ხოლო მეორეა დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერება.
"ორშაბათს ორი საკითხი განიხილება: ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირის გლობალური "მაგნიტსკის" სიით - სავარაუდოდ დაბლოკილია უნგრეთის მიერ და საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა",- წერს იოზვიაკი.
two things on the table on Monday: individual sanctions under the EU global "Magnitsky" list- likely blocked by 🇭🇺 and possibility to suspend visa lib for 🇬🇪diplomatic passport holders https://t.co/sKWK0DoGn0
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) December 13, 2024