"გვაქვს ძალიან მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩო, თუ როგორ გაიცემა ახალ ბანკზე ლიცენზია", - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სებ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე "იმედის" ბანკზე დასმულ კითხვას.
"არსებობს კანონი, არსებობს კანონქვემდებარე აქტები, არსებობს ჩვენი რეგულაციები, რომლებიც არის საჯარო და ყველას შეუძლია გაეცნოს. თუკი ახალი განაცხადი შემოვა განვიხილავთ ამ ჩარჩოს მიხედვით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. წინასწარ არ შემიძლია შევყვე ვინმეს ამ სპეკულაციებში. თუკი იქნება რაიმე განაცხადი, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ჩვენი ქმედება რეგლამენტირებულია კანონმდებლობით. ეს არის ჩვენი პასუხი, ახლა მეტი დეტალის თქვა არ შემიძლია", - აცხადებს თურნავა.
მიმდინარე წლის თებერვალში ტელეკომპანია "იმედმა" განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციების შემდეგ, საკუთარი ბანკის შექმნას აპირებს. კომერციული ბანკის გახსნას ეროვნული ბანკის ლიცენზია, მათ შორის, საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობად 50 მილიონი ლარია განსაზღვრული.




























