ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მესამე ლოქდაუნი არ გამოცხადდეს. როგორც მან პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანაში დაცული უნდა იყოს ბალანსი ადამიანების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის.
„ჩვენ სრულად ვართ მზად და ვიზიარებთ შეზღუდვების თანმიმდევრული მოხსნის მოსაზრებას, თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ ერთად გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები როგორც ყველა რეგულაციის დაცვის მიმართულებით, ასევე ვაქცინაციის მეტად აქტიური წარმართვისკენ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი "ლოქდაუნი" არ გამოცხადდეს, როგორც ეს მოხდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სადაც სრული კარანტინი თვეების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




























