მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან - პრეზიდენტი ევროპულ მარშზე

სალომე ზურაბნიშვილი

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს ძლიერად, მშვიდობიანად,დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს „რუსულ კანონს“.

„ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარსდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ თავისი მხრიდან აჩვენა დაბნეულობა. აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ასეთ ხელისუფლებას ახასიათებს, როცა უკვე მას ხალხის ნდობა აღარ აქვს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები