მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძლიერი კომპანიებისთვის ლარის კურსის გამყარება შეფასებული და გათვალისწინებული რისკია - “წყალი მარგებელი”

6433b9c9153ef
ლიკა გურაბანიძე
10.04.23 23:53
1258
“ლარის კურსის ცვლილება, ამ შემთხვევაში გამყარებისკენ მსხვილი, ძლიერი კომპანიებისთვის შეფასებული, გათვალისწინებული რისკია და გრძელვადიან პერიოდში ის ბალანსდება,” - ამის შესახებ “წყალი მარგებელის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ბერიშვილმა ლარის კურსის გამყარების ბოლოდროინდელ ტენდენციაზე კომენტირებისას “საქმიან დილაში” განაცხადა.

“როდესაც პროდუქტს საერთაშორისო ბაზრისთვის ქმნი მოკლე ვადაში სხვადასხვა გავლენის მქონე ფაქტორის ცვლილებას (ლარის კურსის გამყარებას) ყურადღებას ნაკლებად აქცევ, რადგან სტრატეგია გრძელვადიან პერიოდზე იგეგმება და კომპანია ცდილობს 3-5 წლიან ვადაში საერთო სურათი დაინახოს.

მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტის ნაბეღლავის სტრატეგია ბაზრების დივერსიფიკაციაა, 2022-2023 წლებში პოზიციები ისეთ ქვეყნებში გავაუმჯობესეთ როგორიცაა მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, არაბთა გაერთიანებული საამირო, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენი ჰოლდინგისთვის დიდი ძალაა. მნიშვნელოვანია კომპანიას ძლიერი პორტფელი ჰქონდეს და მსგავსი რყევები დიდ გავლენას ვეღარ მოახდენს.” - განმარტა ბერიშვილმა.

ცნობისთვის, ლარი ყოველდღიურად გამყარების ახალ რეკორდებს ხსნის. კურსის გამყარება ექსპორტიორ კომპანიებზე გავლენას ახდენს და ამის შესახებ უკვე ბიემჯიტივის ეთერებში არაერთმა ბიზნესმენმა ისაუბრა. თემაზე სასაუბროდ, კიდევ რამდენიმე ექსპორტიორი კომპანიის დამფუძნებელი და წარმომადგენელი ჩავწერეთ. ბიზნესმენები აღნიშნავენ, რომ ლარის ასეთი გამყარების ფონზე ექსპორტი უკვე ნაკლებად აკომპენსირებს შიდა დანახარჯებს, მათ შორის ენერგომატარებლებზე გაზრდილ ფასებს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამყარების ტენდენცია დიდხანს შენარჩუნდება მათ ფასების კორექტირებაც მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები