მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძლიერი ქარის შედეგად აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დაზიანდა – მერია

62249af9d41f2
BM.GE
06.03.22 15:27
906
თბილისის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის დედაქალაქში კვლავ ძლიერი ქარია, დროშის შეცვლა საფრთხის შემცველია როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება",– ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები