მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძლიერი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი ბათუმში, აქციაზე დააკავეს

სს

“ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ლუკა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაზე დააკავეს. სამართალდამცავებმა იგი პოლიციის განყოფილებიდან, ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

როგორც მისი ადვოკატი თამარ წულუკიძე აცხადებს, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ ლუკა ნაცვლიშვილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდებოდა.

თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ლუკა ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, სავარაუდოდ, ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ლუკა ნაცვლიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა "ლელო - ძლიერი საქართველომ" და კოალიცია ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. კოალიცია ასევე განმარტებას ითხოვს, თუ რის საფუძველზე დააკავეს მათი გუნდის წევრი.

ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქციის შემდეგ პოლიციამ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავა. ამ დრომდე უცნობია ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების მიზეზი. მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას და ველოდებით განმარტებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თუ რის საფუძველზე დააკავეს ჩვენი გუნდის წევრი. ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ლუკას და ჩვენ, მის თანამებრძოლებს ამით რეჟიმი ვერ შეგვაშინებს. ბრძოლა იქნება ბოლომდე!" - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები