გაგრაში ძლიერი, 7-ბალიანი, შტორმი მძვინვარებს. მედიის ცნობით, სერიოზული ზიანი მიადგა სანაპირო ინფრასტრუქტურას და კერძო ოჯახებს. ტალღებმა დატბორა სატუმბი და სატრანსფორმატორო ქვესადგურები, ქალაქის ცენტრალური წყალსადენი.
მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დატბორილი ტერიტორიიდან რამდენიმე ადამიანი ევაკუირდა.
სტიქიას ებრძვიან სოხუმშიც, სადაც რამდენიმე ოჯახი ნაწილობრივ დაზიანდა. წყალდიდობის გამო ორი ადამიანი ევაკუირდა.