მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძლიერი თოვლის გამო მიუნხენის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა

დდ

ძლიერი თოვლის გამო მიუნხენის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა.

დიდთოვლობა სამხრეთ გერმანიაში პარასკევს ღამით დაფიქსირდა და შაბათს გაგრძელდა, რამაც მიუნხენის აეროპორტში დიდი შეფერხებები გამოიწვია.

აეროპორტმა შაბათს განაცხადა, რომ ფრენები შუადღემდე შეაჩერა.

შაბათისთვის დაგეგმილი 760 რეისიდან დაახლოებით 320 გაუქმდა - იტყობინება გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA.

სონოპტიკოსების პროგნოზით, ხანგრძლივი თოვლი შაბათს შუადღის ჩათვლით ბავარიის დიდ ნაწილზე გავრცელდება და 30-40 სანტიმეტრის თოვლია მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები