პოლონეთის რამდენიმე ქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები, ქუჩები დაიტბორა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად პოლონეთის ცენტრალური და დასავლეთ რეგიონები დაზარალდა.
ქალაქ ვტურეკში საბავშვო ბაღიდან ბავშვებისა და პერსონალის ევაკუაცია გახდა საჭირო. ასევე ქალაქ იაროცინში დაიტბორა მერიის შენობის ნაწილი, წყალდიდობის გამო გადაკეტილია რამდენიმე გზა.
მოსახლეობას მოუწოდეს, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.