მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძლიერი წყალდიდობის გამო შოლცმა შეხვედრა გააუქმა - ვითარება გერმანიაში

სს

გერმანიაში, ქალაქ ზაარბრიუკენში ძლიერი წვიმის გამო ხელისუფლებამ განგაშის წითელი ნიშნული გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაიტბორა სახლები, ბაღები და სარდაფები.

სამინისტრომ ისაუბრა "ფართოდ გავრცელებული წყალდიდობის შესახებ", სადაც ყურადღება გამახვილებულია შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე.

ქალაქებში, სადაც დაძაბული ვითარება იყო არის: ზაარბრიუკენი, ზაარბრიუკენ-რუსიუტეი, ეპელბორნი, ნეუნკირხენი, გერსვეილერი, სენტ-ვენდელი, ზაარლუისი და მერციგი.

გერმანიის ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, თუმცა ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, ძლიერი წყალდიდობის გამო გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააუქმა შაბათს ზაარლანდის მხარეში ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები