მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძლიერმა საქართველომ" ცესკოს სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმართა

კუპრაძე

კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ცესკოს საპარლამენტო სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმართა. შესაბამისი განაცხადი ცესკოში "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ შეიტანა.

ირაკლი კუპრაძემ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში თქვა, რომ მას შემდეგ რაც ცესკო სიას ჩახსნის, რისთვისაც 3 დღე აქვს, უკვე ინდივიდუალურ განცხადებებს შეიტანენ, რაც მისივე თქმით, სრულად გამოაცლის ლეგიტიმაციას პარლამენტს.

"ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი, პრინციპული პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც პირველივე წუთს რაც დადასტურდა გაყალბება და მიტაცება საპარლამენტო არჩევნების ივანიშვილის მხრიდან, თქვა სიტყვა, რომელიც შეასრულა. პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს სიტყვის ფასი, რასაც კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს. ჩვენ ვთქვით, რომ როგორც კი გაჩნდებოდა სამართლებრივი შესაძლებლობა სიების ჩახსნის და არა გამოგონილი ვერსიები, ამას გავაკეთებდით და გავაკეთეთ დღესვე, პირველი დღეს, როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდა შევიტანეთ სიების ჩახსნის შესახებ განცხადება", - თქვა ირაკლი კუპრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები