მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძველი ენერგოპროექტები, რომელთა განხორციელება წინ არ მიდის, უნდა შეწყდეს - IMF-ის რეკომენდაციები მთავრობას

სახელმწიფო საწარმოები

სავალუტო ფონდის მისიამ, საქართველოს ეკონომიკა შეფასების ფარგლებში გაზაფხულის ვიზიტი შეაჯამა. IMF განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს, რომელთაგან ერთ-ერთი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება და იმ ძველი ენერგოპროექტების შეწყვეტაა, რომელთა განხორციელებაც წინ არ მიდის. ამის შესახებ სსფ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

ელექტროენერგიის ბაზარი, რომლის გახსნაც რამდენჯერმე გადაიდო, უნდა გაიხსნას. ენერგეტიკის მხარდამჭერი სქემის დამატებითი მოცულობა სიმძლავრზე განახლებული მოთხოვნისა და მიწოდების პროგნოზების საფუძველზე უნდა განისაღვროს. ამასთან, ახალი სიმძლავრეების საჭიროება უნდა შემცირდეს იმ ძველი პროექტების მოცულობით, რომელთა განხორციელება არსებული კონტრაქტების მიხედვით უკვე მიმდინარეობს.

ფისკალური რისკების შეზღუდვის მიზნით, ძველი პროექტები, რომელთა განხორციელება წინ არ მიდის, უნდა შეწყდეს, ხოლო სქემის ხარჯებმა არ უნდა შექმნან დამატებითი ფისკალური რისკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები