მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობისა და კორუფციის არარსებობის კუთხით ლიდერია, ბოლო წლებში მმართველობის მაჩვენებლები გაუარესდა - ამის შესახებ, სავალუტო ფონდი IV მუხლის დებულების მიხედვით საქართველოში პერიოდული მისიის შემაჯამებელ ანგარიშში წერს.
ფონდი ელის მომსახურების ვაჭრობის ბალანსის შემდგომ გაუმჯობესებას და ყურადღებას ამახვილებს, სტრუქტურული რეფორმების აუცილებლობაზე.
"უფრო ძლიერი, მეტად ინკლუზიური და სამუშაო ადგილებით მდიდარი ზრდა განათლების, პროდუქტიულობის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის გაზრდას მოითხოვს. სწავლებისა და ტრენინგის ხარისხის ამაღლება და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა, მათ შორის მიწის რეგისტრაციის და მართვის გაუმჯობესებით, შეიძლება დაეხმაროს ფესვგადგმული მაღალი უმუშევრობის და სოფლის სამუშაო ძალის დაბალი მონაწილეობის პრობლემის აღმოფხვრას. ტრანსპორტში, ლოგისტიკას და ენერგეტიკაში ინვესტიციების პრიორიტეტიზაცია სავაჭრო ხარჯების შემცირებას,
ვაჭრობის დივერსიფიკაციას და რეგიონული კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობისა და კორუფციის არარსებობის კუთხით ლიდერია, ბოლო წლებში მმართველობის მაჩვენებლები გაუარესდა. მმართველობის სტანდარტების და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და გააძლიეროს ანტიკორუფციული სამსახური", - წერია ანგარიშში.