მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძველი კურორტის ახალი ისტორია" - "სითი ინსტიტუტმა" ბორჯომის გენგეგმის ხედვაზე მუშაობა დაასრულა

გენგეგმა

„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბორჯომის გენგეგმის ხედვაზე მუშაობა დაასრულა და კონცეფციაზე მუშაობას იწყებს. ინფორმაციას ორგანიზაცია Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

ურბანული განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ მამუკა სალუქვაძე BM.GE-სთან განმარტავს, რომ ქალაქის გენგეგმასა და განაშენიანების ხედვაზე მუშაობა 2023 წლის 16 დეკემბერს დაიწყო და დამკვეთი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოა“. ხედვის შემდეგ "სითი ინსტიტუტი საქართველო" კონცეფციაზე მუშაობას იწყებს, რის შემდეგაც გენგეგმის პროექტი უნდა შემუშავდეს. საბოლოო დოკუმენტი კი 2025 წლის მაისში უნდა იყოს მზად, რომელიც სააგენტომ და ბორჯომის მუნიციპალიტეტმა უნდა დაამტკიცონ.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საპროექტო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ერთიან ხედვას, რომელიც ბორჯომის საკურორტო იდენტობის გაძლიერებას ემსახურება, 5 მთავარი მიზანი აქვს:

  1. საკურორტო რესურსის ოპტიმიზაცია;
  2. იერსახის გაუმჯობესება;
  3. დივერსიფიცირებული სამუშაო გარემოს ხელშეწყობა;
  4. საქალაქო ცხოვრების დონის ამაღლება;
  5. უსაფრთხოებისა და მედეგობის გაზრდა.

დასახელებული მიზნების მიღწევა, თავის მხრივ, 3 ალტერნატიული გზით ანუ 3 განსხვავებულ მიმართულებაზე აქცენტირებითაა შესაძლებელი:

  1. ლანდშაფტის დაცვის პრიორიტეტად ქცევა და მომავალი განვითარებისთვის ბაზისის შექმნა;
  2. განვითარების საწყის სტადიაზე ეკონომიკური საკითხებისთვის პრიორიტეტის მინიჭება;
  3. ადგილობრივი საჭიროებების პრიორიტეტად განსაზღვრა და სოციალური ბაზისის შექმნა“, - ნათქვამია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები