მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძველი პირადობები 1-ელი ივლისიდან უქმდება - რამდენმა ადამიანმა შეცვალა ე.წ. ჩიპის გარეშე მოწმობა ID ბარათით?

პირადობის მოწმობა

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ძველი ტიპის (ლამინირებული, ე.წ. ჩიპის გარეშე) პირადობის მოწმობები უქმდება. 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უსასყიდლოდ ჩანაცვლება იუსტიციის სამინისტრომ 15 მარტიდან დაიწყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, აქტიური არაელექტრონული პირადობის მოწმობის შესაცვლელად, 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს 100 464-მა ადამიანმა მიმართა და მათ შორის, უკვე დამზადებულია 93 130 პირადობის ელექტრონული მოწმობა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ ფრაქცია “ევროოპტიმისტების” წევრის, რომან გოცირიძის კითხვების საპასუხოდ გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენმა ადამიანმა უნდა შეცვალოს ძველი მოწმობა, სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, აქტიური ძველი ტიპის პირადობის მოწმობა 266 915 იყო. ამ მონაცემებიდან საქართველოს მოქალაქის აქტიურ ბიომეტრიულ პასპორტს კი 48 286 ადამიანი ფლობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები