მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძველი სუფრა“ იანვრიდან Amazon-ზე გაიყიდება

617d5e80226a7
მარიამ იზორია
30.10.21 22:00
1256
სახლის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „ძველი სუფრა“ პროდუქციას იანვრის ბოლოს უკვე Amazon-ზე განათავსებს. ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ისაუბრა.

გიორგი ალანიას თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საბოლოოდ, ქართული პროდუქციის შეძენა საერთაშორისო ბაზარზეც იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი ნაწარმი როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური გაყიდვის სივრცეებში რეალიზდება, მათ შორის საბურთალოს „სითი მოლში“, ქართული ბაზრის გარდა ახლა აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ „ძველი სუფრა“ Amazon-ზეც ხელმისაწვდომი გახდეს. სულ მალე, როგორც ჩვენი ემიგრანტები, ასევე ნებისმიერი მსურველი შეძლებს ჩვენი პროდუქციის შეძენას“, - ამბობს გიორგი ალანია.

ინფორმაციისთვის: „ძველი სუფრა“ ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დამფუძნებელი იხსენებს, რომ საწყისი ინვესტიცია 1 000 ლარი იყო, დღეს კი 30 ადამიანს ასაქმებენ. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, „ძველი სუფრის“ პროდუქციის ფას 45-დან 360 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები