მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძველი სუფრა" მალე ამერიკულ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

ძველი სუფრა

ქართული ორნამენტებით შთაგონებული სახლის დეკორისა და აქსესუარების მწარმოებელმა კომპანია “ძველი სუფრა” 2025 წლიდან ამერიკულ ონლაინ მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა, თეკლა ერქვანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას დიდი პოტენციალი აქვს ექსპორტის მიმართულებით, ამიტომაც შესაბამისი ნაბიჯებიც უკვე გადაიდგა.

„ვპარტნიორობთ კომპანია „გლობალაიზთან“, რომელიც ქართველ მეწარმეებს პროდუქტების ექსპორტზე გატანაში ეხმარება. შარშან ვიყავით ამერიკაში გამოფენაზე, რომელზეც ჩვენს პროდუქციას გარკვეული დაინტერესება მოჰყვა.

წელს ახალი საიტი იქმნება. ეს იქნება პლატფორმა, სადაც ქართული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი და უშუალოდ ამერიკაში მცხოვრები ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენი პროდუქტები ამ პლატფორმაზე განთავსდება და ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს აღარ მოუწევთ საქართველოდან ნივთები აგზავნონ. ამ პლატფორმაზე უკვე გავწევრიანდით და მალე ვიქნებით წარმოდგენილი ამერიკის ონლაინ ბაზარზეც. პროდუქცია უკვე გაგზავნილი გვაქვს. თავდაპირველად პლატფორმაზე „ბესთ სელერები“ იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა თეკლა ერქვანიძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა, საექსპორტო აქტივობებს ხელს შეუშლის.

"თუ ჩვენ გადავუხვევთ ევროინტეგრაციის გზიდან და გარკვეულ ვალდებულებებს არ შევასრულებთ, რაც გვაკისრია, შეიძლება სავაჭრო შეთანხმება დავკარგოთ. ეს ტარიფების გაზრდას გამოიწვევს და ზოგადად ბაზარზე შეღწევადობას გაართულებს. ანუ ქართული პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომი აღარ იქნება“,- აცხადებს თეკლა ერქვანიძე.

ინფორმაციისთვის, “ძველი სუფრა” ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მიერ წარმოებული სახლის აქსესუარების ფასი 45-დან 360 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები