მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტი 237%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

მადნები

9 თვეში საქართველოდან ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი თანხაში 237%-ით, მოცულობაში კი, 287.9%-ით გაიზარდა და 169.7 მლნ აშშ დოლარის 64,398 ტონა შეადგინა.

ამგვარად იანვარ-აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ძვირფასი ლითონის მადნებმა და კონცენტრატებმა 3.5%-იანი წილით მეხუთე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ძვირფასი ლითონის მადნების მთავარი საექსპორტო ბაზარი ჩინეთია. 9 თვეში ამ დასახელების საქონელი სულ 3 ქვეყანაში გაიყიდა:

  1. ჩინეთი - $144 მლნ, 53,785 ტონა;
  2. ბულგარეთი - $21,1 მლნ, 10,606 ტონა;
  3. შვეიცარია - $594.6 ათასი, 6 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები