მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 300-ზე მეტი უძრავი ქონება გაიყიდა - Eagle Hills Georgia

იგლ ჰილს

Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 300-ზე მეტი უძრავი ქონება გაიყიდა. როგორც Eagle Hills Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Tbilisi Waterfront პროექტის პირველი ფაზა მოიცავს პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, თაუნჰაუსებსა და ვილებს მდინარის ხედებით და პირველივე დღეს სრულად გაიყიდა.

კომპანიის ცნობითვე, „გასაყიდად გამოტანილი ერთეულების თითქმის 60% ქართველმა მყიდველებმა შეიძინეს“.

ცნობილია, რა იქნება თბილისის Eagle Hills-ში კვადრატული მეტრის ღირებულება

„ეს ფაქტი ადასტურებს როგორც ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესს და რწმენას „Tbilisi Waterfront“-ის, როგორც გამორჩეული საცხოვრებელი პროექტის მიმართ, ასევე თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, პროექტმა საერთაშორისო მყიდველთა ინტერესიც დაიმსახურა, რაც საქართველოსადმი ინვესტორების ნდობასა და პოტენციალზე მიანიშნებს“, - აცხადებენ Eagle Hills Georgia-ში.

Eagle Hills-ის თავმჯდომარის და დამფუძნებლის მუჰამედ ალაბარის თქმით კი, „გამოხმაურება, რომელიც Tbilisi Waterfront-მა მიიღო, გამორჩეულია და ნათლად ასახავს საქართველოს ბაზრის სიძლიერესა და საზოგადოების ნდობას ჩვენი პროექტისადმი“.

„თბილისი უნიკალური ქალაქია. ეს პროექტი კი გამოხატავს ჩვენს ხედვას და ვალდებულებას - განვავითაროთ მაღალი ხარისხის პროექტები, რომელიც საზოგადოებისთვის ფასეულ ღირებულებას შექმნის“, - აცხადებს მუჰამედ ალაბარი.

Eagle Hills Georgia-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ასევე წერია, რომ საცხოვრებლებთან ერთად, პროექტის პირველი ფაზა მოიცავს უმაღლესი კლასის Bristol Hotel-ს, ლუქს ბრენდირებულ რეზიდენციებს.

კომპანიის ინფორმაციითვე, „Tbilisi Waterfront“-ის პარალელურად, Eagle Hills Group აგრძელებს პროექტის Gonio Yachts & Marina განვითარებას. 260 ჰექტარზე გაშლილი პროექტი მოიცავს ბრენდირებულ რეზიდენციებს, უმაღლესი კლასის სასტუმროებს, პარკებსა და მწვანე სივრცეებს. გონიოს პროექტი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დაიწყება. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 6.7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

სად განთავსდება და როგორი იქნება Eagle Hills-ის მრავალმილიარდიანი პროექტი თბილისთან - ფოტოები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები