მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eagle Hills-თან ხელშეკრულების ყველა ფუნდამენტური კომპონენტი, ფაქტობრივად, გასაჯაროებულია - ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

"დღეს იმდენ დეტალზე ვსაუბრობთ შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად გასაჯაროებულია ყველა ფუნდამენტური კომპონენტი [Eagle Hills-ის] ხელშეკრულების" - ეს "ქართული ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ EAGLE HILLS-თან გაფორმებული „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების სექტორში $6.6-მილიარდიანი პროექტის ინვესტორთან დადებული საინვესტიციო პირობების დეტალები საჯარო არ იქნება.

"იმდენ დეტალზე ვსაუბრობთ, გულწრფელად შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, გასაჯაროებულია ამ ხელშეკრულების ყველა ფუნდამენტური კომპონენტი. ეს ხელშეკრულება მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა, როდესაც კერძო კომპანია, კერძო ინვესტორი ზრუნავს იმაზე, რომ მისი კომერციული ნიუანსები არ იყოს საჯარო", - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები