მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენგურჰესში ოპტიმიზაცია-რესტრუქტურიზაცია განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს|ლევან მებონია

ენგურჰესი

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო კომპანია „ენგურჰესში“ რეორგანიზაცია გრძელდება.

„ენგურჰესის“ ოპტიმიზაცია-რესტრუქტურიზაციის პროცესი განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს”, - წერია BMG-ის კითხვის პასუხად მომზადებულ წერილობით პასუხში, რომელსაც ხელს შპს “ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია აწერს.

ჩვენი კითხვები “ენგურჰესში” მიმდინარე რეორგანიზაციას შეეხებოდა. BMG ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში, სახელმწიფო კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებზე დაყრდნობით წერდა, რომ “ენგურჰესში” რეორგანიზაცია მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც, 400-დან 500-მდე თანამშრომლის გაშვება იგეგმებოდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტროში „ენგურჰესში“ რეორგანიზაცია დაადასტურეს, თუმცა 400-500 ადამიანის შესაძლო გათავისუფლება - არა.

"რთული, თუმცა საჭირო რეფორმა მიმდინარეობს "ენგურჰესში", მათ შორის, საკადრო”, - თქვა ეკონომიკის მინისტრმაც, რომლის შემდეგაც BMG-მ სამინისტროს შპს-ს დამატებითი კითხვებით მიმართა.

Bm.ge: "რთული, თუმცა საჭირო რეფორმა მიმდინარეობს "ენგურჰესში", მათ შორის, საკადრო" - ეს ფრაზა მარიამ ქვრივიშვილს ეკუთვნის. დასრულდა თუ არა შპს-ში რეორგანიზაცია და რა შედეგით? გთხოვთ, დეტალურად მოგვწეროთ რეფორმის შედეგები, მათ შორის საკადრო ოპტიმიზაციის შესახებ ინფორმაცია - რამდენი ადამიანი გათავისუფლდა და რა კომპენსაცია მიიღეს?

“ენგურჰესი”: „ენგურჰესში“ ოპტიმიზაცია-რესტრუქტურიზაციის პროცესი გასული [2025] წლის ივნისში დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომლების გარკვეული ნაწილი საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს და საქმიანობს, აღნიშნული რეფორმა მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს. ამდენად, „ენგურჰესის“ ოპტიმიზაცია-რესტრუქტურიზაციის პროცესი განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები