მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Easycharter-ი უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთებს მესამე ქვეყნის საშუალებით ჩაიტანს

621cfe99666b2
სალომე ჭიპაშვილი
01.03.22 01:00
810
ავიაკომპანია Easycharter-ი უკრაინისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთების ჩატანას პოლონეთში, რუმინეთსა და უნგრეთში ამ კვირიდან დაიწყებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რატი ძერიამ „საქმიან დილაში განაცხადა.

„უკრაინაში ფრენების განხორციელება, დღევანდელი საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, უკვე შეუძლებელია, სწორედ ამიტომ ამ კვირიდანვე დავიწყებთ ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვა პოლონეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, იქიდან კი სახმელეთო გზით მოხდება უკრაინისთვის გადაცემა", - განაცხადა რატი ძერიამ.

მისივე თქმით, Easycharter-ი იყო ბოლო ავიაკომპანია, რომელმაც ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინა, კერძოდ, ლვოვის აეროპორტი დატოვა.

Easycharter-ი აქტიურად არის მსოფლიოში ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვაში ჩართული და აგრეთვე ისე ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც ავღანეთში ჰუმანიტარული ტვირთების ჩატანა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები