მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD ახალ პრეზიდენტს ირჩევს - ვინ არიან კანდიდატები?

5f7c331393587
შოთა ტყეშელაშვილი
06.10.20 13:06
1318
7-8 ოქტომბერს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭო ბანკის ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

ივლისში სერ სუმა ჩაკრაბარტმა პრეზიდენტობის ორი ვადის დასრულების შემდეგ,  დაკავებულ პოსტი დატოვა. მან EBRD-ის პრეზიდენტის არჩევნებში 2012 და 2016 წლებში გაიმარჯვა. 3 ივლისიდან კი ბანკს დროებითი მმართველის რანგში 
იურგენ რიგტერინკი ხელმძღვანელობდა. 

EBRD-ის ინფორმაციით, ბანკის მმართველთა საბჭო, რომელიც EBRD-ის 71 აქციონერს წარმოადგენს, არჩევნების ჩატასარებლად 7-8 ოქტომბერს შეიკრიბება.

EBRD-ის პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის:

● თადეუშ კოშინსკი, რომელიც ამჟამად პოლონეთის ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს. კოშინსკი 2019 წელს გახდა ფინანსთა მინისტრი, იქამდე ის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 1997-2015 წლებში კი ის ესპანური Santander Bank-ის პოლონურ მიმართულებას ხელძღვანელოდა;

● პიერ კარლო პადოანი, რომელიც ამჟამად იტალიის პარლამენტის წევრია. პადოანი 2014-2018 წლებში იტალიის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა. 2007 წელს მან OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილის პოსტი დაიკავა, 2009 წელს კი პარალელურად ამავე ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტიც გახდა. 2001-2005 წლებში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდში, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებას ხელმძღვანელობდა;

● ოდილ რენო ბასო - ამჟამად საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს ხაზინის უფროსი. ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ერთადერთი ქალია. ამჟამად არსებულ თანამდებობაზე 2016 წლიდან მუშაობს. იქამდე, საფრანგეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის - Caisse des dépôts et consignations-ის CEO იყო. უფრო ადრე კი ოდილ ბასო ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოში სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობას იკავებდა.

EBRD-ის მმართველთა საბჭო ახალ პრეზიდენტს დახურული კენჭისყრის წესით აირჩევს. 71 წევრისგან შემდგარ საბჭოში შესაბამისად, კანდიდატს გამარჯვებისთვის მინიმუმ 36 ხმის დაგროვება ესაჭიროება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები