მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მა "ენგურჰესის" რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მლნ ევრო გამოყო

5e4298aec26a0
ინგა მურუსიძე
11.02.20 16:10
1547
EBRD-მა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტისთვის დამატებით 10 მლნ ევრო გამოყო.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან" გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს ენგურჰესის რეაბილიტაციას (მათ შორის, ენგურის სადაწნეო გვირაბის რეაბილიტაციას), რომელიც ასევე, მოიცავს ჰიდრომეტეოროლოგიური და ჰიდრომეტრიული სადგურის მონტაჟს.

"2018 წელს პროექტის განხორციელების მიზნით, EBRD-მა საქართველოს სესხის სახით, 28 მლნ. ევრო გამოუყო. გასულ წელს, წინასწარი კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს აღმოჩნდა, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იყო ჩამოსული, გათვალეს, რომ დამატებითი სამუშაოს ღირებულება არის დაახლოებით 10 მლნ ევრო, შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, დამატებით 10 მლნ ევრო გამოყონ და ჯამში, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაზე მიემართება 38 მილიონი ევრო", - განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, სესხის ხანგრძლივობა 15 წელია. 28–მილიონიან სესხზე შეღავათიანი პერიოდი არის 3,5 წელი, ხოლო დამატებით 10 მილიონიან სესხზე – 8 წელი. წლიური საპროცენტო განაკვეთი 1%-ია.


გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები