მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მა რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

63f3276692099
გიორგი თოლორდავა
20.02.23 13:05
690
EBRD-მა რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკის 2.1%-იანი ზრდაა პროგნოზირებული, ნაცვლად 3.0%-ისა.

კავკასიის რეგიონში 2023 წელს ეკონომიკის 2.7%-იანი ზრდაა პროგნოზირებული, 2024 წლიდან კი მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 3.6%-მდე გაიზრდება.

EBRD-ის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება გაძვირებული ენერგორესურსებითა და მაღალი ინფლაციითაა განპირობებული.

რაც შეეხება საქართველოს, განახლებულ ანგარიშში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.0%-იან ნიშნულზე დარჩა.

დეტალურ ანგარიშს EBRD მიმდინარე წლის მაისში გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები