მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD საქაერონავიგაციას 10 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს

5ec27bcebff7f
ნათია თაქთაქიშვილი
18.05.20 16:30
1046
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სახელმწიფოს კუთვნილ კომპანია „საქაერონავიგაციას“ 10 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს (სესხი) გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის ბანკის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

პრეს-რელიზის მიხედვით, პროექტის მიზანია, კომპანიას  კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული შოკების გადალახვაში დაეხმაროს და გაზარდოს მისი ლიკვიდური სახსრები.

საქაერონავიგაცია არის სახელმწიფოს საკუთრებაში არესუბული კომპანია, რომლის მიზანია, თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და მესტიის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურება და ფრენის უსაფრთხოების დაცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები