მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, რომელიც ეხმარება ქვეყნის კერძო სექტორს - ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო
17.04.25 10:54
605

EBRD საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, რომელიც ეხმარება ქვეყნის კერძო სექტორს გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების (ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და საქართველო) ჯგუფის (Constituency) დირექტორის ტამაშ ვოჟნიტსის შეხვედრას ეხება.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD - ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

"პირველმა ვიცე-პრემიერმა EBRD - ის დირექტორს საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. საუბარი წარიმართა ქვეყნის ეკონომიკის ცალკეულ დარგებში მიმდინარე პროცესებზე. განსაკუთრებული ყურადღება წარიმართა მწვანე ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, წარმოებაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე, აგრეთვე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაზეც დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური ზრდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და EBRD - ის სამომავლო თანამშრომლობა და განსაზღვრეს პრიორიტეტული მიმართულებები", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები