მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EBRD ცენტრალურ აზიაში ჰესების პროექტებისთვის $1.5 მილიარდამდე სესხს გასცემს

ყირგიზეთ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ცენტრალური აზიის ჰიდროელექტროსადგურების პროექტებისთვის $1.5 მილიარდამდე სესხის გასაცემად მზადაა - ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა Reuters-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ მწვანე ენერგიის დაფინანსებისადმი გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, განახლებად ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება.

The Kambar-Ata 1 ცენტრალურ აზიაში განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი უდიდესი პროექტია და მისი კომბინირებული 1860-მეგავატიანი სიმძლავრე, სავარაუდოდ, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ელექტროენერგიის მიწოდებას და სოფლის მეურნეობის წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. ევროკავშირთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და სამი ქვეყნის მთავრობებთან ერთად, EBRD-მა უკვე მოაწერა ხელი $1.05 მილიარდი დოლარის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმს ყირგიზეთში მშენებარე პროექტისთვის.

ბანკის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ განაცხადა, რომ EBRD სამი სუვერენული სესხის გაცემას განიხილავს, თითოეული $500 მილიონის ოდენობით, რაც ბანკის მესვეურთა დისკუსიასა და EBRD-ის საბჭოს საბოლოო თანხმობას საჭიროებს. მანვე აღნიშნა, რომ განახლებად ენერგიაში, ბატარეის საწყობებსა და ელექტროგადამცემ ქსელებში ინტერესი ლიდერ ქვეყნებში მზარდია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ტექნოლოგია იაფდება.

EBRD ძირითადად კერძო სექტორის პროექტებს აფინანსებს ევროპისა და აფრიკის განვითარებად ეკონომიკებში. ბანკმა ძირითად პრიორიტეტებად შეინარჩუნა მწვანე ენერგიის გარდამავალ პერიოდსა და ადამიანური კაპიტალის გაფართოებაზე ფოკუსირება, მათ შორის ბიზნესში დასაქმებული ქალების მხარდაჭერის კუთხით. რენო-ბასომ განაცხადა, რომ მსესხებლებს ამ ინიციატივების უპირატესობები კარგად ესმით და ენერგიის წყაროს დივერსიფიკაციისა და დაბინძურების შემცირების შესაძლებლობად ხედავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები