მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Edutech Academy ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს სპეციალურ კურსს - Technology 101-ს სთავაზობს

6444e43845d7b
გიორგი არონია
23.04.23 14:30
753

ონლაინგანათლების პლატფორმამ, Edutech Academy-მ ქართულ მედიასაშუალებებში დასაქმებული ჟურნალისტებისა და პროდიუსერებისთვის ახალი კურსი - Technology 101 შექმნა, რომელიც განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ ტექნოლოგიურ განვითარებას ფეხი აუბან, უახლეს ტრენდებს გაეცნონ და იმ ძირითადის ხელსაწყოების გამოყენება იცოდნენ, რომლებიც სამუშაო პროცესში გამოადგებათ. Technology 101 სოციალური სალექციო პროექტია, რომლის მიზანს საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის ამაღლება და ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენს, ამასთან - კურსი სრულად დაფინანსებულია Edutech Academy-ის მიერ.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ, Technology 101-ის გავლის შემდეგ, კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ:


- როგორ ფუნქციონირებს ტექნოლოგიები, რომლებსაც მედიასაშუალებები იყენებენ;
- რა სახის პროგრამული მიმართულებები არსებობს;
- რა პროგრამული ენები და ბიბლიოთეკები გამოიყენება;
- რა ტექნოლოგიური და არატექნოლოგიური პროფესიები არსებობს;
- რა ძირითად ხელსაწყოებს იყენებენ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში;
- როგორ ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინი;
- როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი სამუშაო პროცესის გასამარტივებლად მედიაში.

მედიასაშუალებებში დასაქმებული პროფესიონალებისთვის განკუთვნილი კურსი ონლაინ ჩატარდება და მისი ხანგრძლივობა 4 საათი, ანუ 2 შეხვედრა იქნება. ამასთან, რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 აპრილია. კურსის სრულად გავლის შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატსაც მიიღებენ.

ცნობისთვის: ქართულ ბაზარზე ინტენსიურ ტექნოლოგიურ ბუთქემფებსა და კურსებს Edutech Academy-ი 2022 წლიდან ქმნის. როგორც კომპანიაში ამბობენ, მის ერთ-ერთ მიზანს საქართველოში პროფესიონალური ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნა წარმოადგენს. ამასთან, კომპანიას სურს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს და მათ მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში დაეხმაროს, როგორც ქართულ, ასევე გლობალურ კომპანიებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები