„რა თქმა უნდა, ქალბატონ ეკა ტიკარაძეს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, „არავითარ დაპირისპირება ქალბატონ ეკა ტიკარაძესა და მთავრობის წევრებს შორის არ არის“.
ხოლო კითხვაზე დასრულდა თუ არა მთავრობის გუნდის ფორმირების საკითხზე კონსულტაციები მმართველ გუნდში და იქნება თუ არა თავად მაია ცქიტიშვილი ახალ მინისტრთა კაბინეტში, მან ასე უპასუხა: „ახალი მთავრობის შემდაგენლობის წარდგენა არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. პრემიერი ამ განახლებულ გუნდს კონსტიტუციით დადგენილი ვადებში წარადგენს, შესაბამისად ყველანი ვიხილავთ როგორც მთავრობის შემდგენლობას, ასევე გვექნება საშუალება მთავრობის შემადგენლობას მოვუსმინოთ პარლამენტში. მოვისმინოთ როგორც შედეგები, ასევე მომავალი გეგმები და ვნახოთ ნდობის გამოცხადების პროცესი“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.




























