მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

eKalata-ზე არასასურსათო პროდუქტების ფასებიც დაემატა - პორტალს ახალი ფუნქციონალი აქვს

eKalata

საინფორმაციო პორტალზე www.ekalata.gov.ge მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციონალი ამოქმედდა. 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასებიც - ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

არასასურსათო პროდუქტების კატეგორია მოიცავს პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების 10 პროდუქტს, მათ შორის კბილის პასტას, ხელის თხევად და მყარ საპონს, შამპუნს, ჭურჭლის სარეცხ სითხეს, სუფრის ხელსახოცსა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებს.

სააგენტო წერს, რომ 3 აგვისტოს, 12:00 საათის მდგომარეობით, პორტალზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 37.65 ლარს შეადგენს, ხოლო 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 38.16 ლარია.

ამ დროისთვის www.ekalata.gov.ge-ზე წარმოდგენილია 13 უმსხვილესი სავაჭრო ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზება.

საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. მთავრობის ინფორმაციით, გასული პერიოდის განმავლობაში საბაზისო სასურსათო პროდუქტების ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 15%-ით შემცირდა, ხოლო ვებგვერდით ათასობით მომხმარებელმა ისარგებლა.

პორტალზე ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე რეგულარულად ახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები