მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე მიქაბაძე: "ფასიანი ქაღალდების ბაზარი იზრდება"

5e58103f01abd
BM.GE
27.02.20 22:52
1225
„პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ეხება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდის საკითხებს, რაც კანონში აქამდე სათანადო დონეზე არ იყო დარეგულირებული და არ იყო შესაბამისობაში საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებთან, რაც ასოცირების ხელშეკრულებითაც არის გათვალისწინებული“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, ფასიანი ქაღალდების ბაზარი ქვეყანაში უფრო და უფრო იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც იყოს გამჭვირვალობის ის ხარისხი, რომელიც სანდოობას შემატებს ბაზარს და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ინვესტორების დაცვის მიმართულებით.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი რამდენიმე ძირითად საკითს აერთიანებს, მათ შორის - საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტთა და საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნების შესაბამისი დირექტივის მოთხოვნებთან დაახლოებას, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის მანიპულაციის და ინსაიდერული ვაჭრობის აკრძალვას, დარეგულირებას და ამ საკითხებთან დაკავშირებულ ვალდებულებების დაწესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები