ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, covid-სტატისტიკის კუთხით ქვეყანაში სრული სტაბილიზაციაა.
„მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ ისეთი გახსნების დაწესება და იმდენად კარგად აღსრულება, რომ დღეს ქვეყანაში არ არის ინფექციის მკვეთრი ზრდა“, - განაცხადა ტიკარაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
ამასთან, ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში თავისუფალია 2 972 საწოლი ადგილი და დღის განმავლობაში საშუალოდ 200-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია ხდება. ტიკარაძე ფიქრობს, რომ დამატებითი საწოლების მობილიზაცია საჭირო არ არის.
13 იანვრის სრული სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 243255 , ბოლო 24 საათში - 1618
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 227611 , ბოლო 24 საათში - 403
მათ შორის გარდაცვლილი - 2846 , ბოლო 24 საათში - 26
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 19438, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 10774, PCR ტესტით - 8664
კარანტინის რეჟიმში - 496
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3873
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 579.




























