მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკატერინე ტიკარაძე უწყებათშორისი საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა - რატომ?

61c2e65f4cd70
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.21 12:47
495
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მინისტრი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა... უამრავი სხვა პრიორიტეტია სამინისტროში გადაბარების პროცესში, ამდენად ვფიქრობთ, მისი დრო შესაბამისად გადანაწილდება“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ: ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დეკემბრის ბოლოს უნდა დატოვოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები