მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძეს პოსტიდან წასვლაზე განცხადება ამ დრომდე არ დაუწერია

61c77def2c4e2
თელარა გელანტია
26.12.21 10:35
510
ეკატერინე ტიკარაძეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტის დატოვების თაობაზე განცხადება ამ დრომდე არ დაუწერია.

საქმე ისაა, რომ მართალია, ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობის დატოვება 9 დეკემბერს დაანონსა, მაგრამ 25 დეკემბრით დათარიღებულ ბრძანებას, რომლითაც ქვეყანაში ბუსტერ-დოზით აცრის წესები განისაზღვრა, ის როგორც ჯანდაცვის მინისტრი ისე აწერს ხელს.

ეკატერინე ტიკარაძის ოფიციალური სტატუსი რომ მინისტრია, ეს bm.ge-ის უწყების პრეს-სამსახურშიც დაუდასტურეს. 

აღსანიშნია, რომ დღეს, 11:00 საათზე ტიკარაძე ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

უცნობია, დაესწრება თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი და ბოლო მიზეზი covid-გადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტის“ მინიჭება იყო, რასაც ჯანდაცვის უწყების პირველი პირი არ ეთანხმებოდა.