მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკლესიასთან კომუნიკაცია გრძელდება... მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია - გამყრელიძე

60533400bcd63
ინგა მურუსიძე
18.03.21 15:04
386
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკლესიასთან კომუნიკაცია გრძელდება და ვაქცინაციის პროცესში მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ცნობილია, ამირან გამყრელიძემ წმინდა სინოდს ვაქცინაციაში მხარდაჭერა ერთხელ უკვე სთხოვა, თუმცა საპატრიარქომ უპასუხა, რომ პროპაგანდაში ვერ ჩაერთვება, რაც აღნიშნულია კიდეც სინოდის განჩინებაში. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე პირადად შეხვდა პატრიარქს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა თქვა, ეკლესია ვაქცინაციის პროპაგანდაში მონაწილეობას ისევ არ მიიღებს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მხარს უჭერს.

„მეც მქონდა გუშინ კომუნიკაცია მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან. ვფიქრობთ, რომ კიდევ იქნება რამდენიმე შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, ისეთივე მხარდაჭერა იქნება, როგორც შარშან, საგანგებო მდგომარეობის დროს და წინასააღდგომო პერიოდში იყო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეკლესიასთან კომუნიკაცია გრძელდება და ვაქცინაციასთან დაკავშირებით მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები