ხვალიდან ლოცვები შუა დღის 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო ეკლესიები 20:00 საათზე დაიკეტება, - ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე facebook-ში თავის გვერდზე წერს.
მისივე თქმით, დღეს მიიღებენ ტაძრების წინამძღვრები შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ:
„ტაძრების წინამძღვრებს გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 16:00 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს 20:00 საათისთვის.
შეგახსენებთ, რომ აუცილებელია, ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).
გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები", - წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.




























