მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ საპატრიარქოს 1 ლარად კიდევ ერთი ქონება გადასცა

ალგეთი

სახელმწიფომ საპატრიარქოს 1 ლარად კიდევ ერთი ქონება გადასცა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულება 21 ოქტომბრით თარიღდება. როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ ალგეთში მდებარე 1165 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში სახელმწიფომ ეკლესიას გურიასა და აჭარაშიც გადასცა სამი მიწის ნაკვეთი. კერძოდ, როგორც 18 ოქტომბრის მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლოდ აღნაგობის უფლებით გადაეცემა ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე 1619 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა/ნაგებობა.

გარდა ამისა, 17 ოქტომბრის განკარგულებით, ეკლესიას 1 ლარად გადაეცა საკუთრებაში ჩოხატაურის სოფელ შუასურებში მდებარე 3610 კვ/მ და 160 კვ/მ მიწის ნაკვეთები.

კიდევ ერთი უძრავი ქონება მიიღო ეკლესიამ სიმბოლურ 1 ლარად 17 ოქტომბრის მორიგი განკარგულებით - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურში მდებარე 300 კვ/მ მიწის ნაკვეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები