მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ორ დღეში, სახელმწიფომ ეკლესიას გურიასა და აჭარაში 3 მიწის ნაკვეთი გადასცა

მიწა

ბოლო ორ დღეში, სახელმწიფომ ეკლესიას გურიასა და აჭარაში სამი მიწის ნაკვეთი გადასცა. კერძოდ, როგორც 18 ოქტომბრის მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლოდ აღნაგობის უფლებით გადაეცემა ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე 1619 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა/ნაგებობა.

გარდა ამისა, 17 ოქტომბრის განკარგულებით, ეკლესიას 1 ლარად გადაეცა საკუთრებაში ჩოხატაურის სოფელ შუასურებში მდებარე 3610 კვ/მ და 160 კვ/მ მიწის ნაკვეთები.

კიდევ ერთი უძრავი ქონება მიიღო ეკლესიამ სიმბოლურ 1 ლარად 17 ოქტომბრის მორიგი განკარგულებით - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურში მდებარე 300 კვ/მ მიწის ნაკვეთი.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ეკლესიას უსასყიდლოდ ან სიმბოლურ 1 ლარად გადაეცემა. მაგალითად, გასულ თვეს საპატრიარქოს მცხეთაში, თბილისსა და გორში სამი მიწის ნაკვეთი გადაეცა. მანამდე, ივლისში მთავრობამ საპატრიარქოს თბილისში 472 მ² მიწა 1 ლარად გადასცა. მარტში კი, ეკლესიამ სახელმწიფოსგან ოზურგეთსა და ჩოხატაურში მდებარე უძრავი ქონებები მიიღო.

საქართველოს საპატრიარქო ბიუჯეტიდან 2025 წელს ₾25 მლნ-ს მიიღებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები