მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკა იზრდება, ადამიანების ცხოვრება კი არ უმჯობესდება - ეკონომისტი

სიღარიბე

"ეკონომიკა სტაბილურად მაღალია, მაგრამ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ვერ ვხედავთ", - ასე აფასებს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი 2024 წლის იანვარ-სექტემბრის 9.8%-იან ეკონომიკურ ზრდას. მისი თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ადამიანებზე თანაბრად არ ნაწილდება.

"საქართველო პატარა ეკონომიკა არის და რაღაც სექტორის ზრდა, შეიძლება, ეკონომიკურ ზრდაზე დიდი რიცხვებით აისახოს. შეიძლება, ვიღაც, ვინც ბინებს აშენებს, მათ შორის, კორუფციით, ის მდიდრდებოდეს და ხალხზე არ აისახებოდეს. ჩვენ არ ვცხოვრობთ უკეთესად, ვიდრე სამი წლის წინ ვცხოვრობდით. ეკონომიკურ ზრდის მზიანი არის, რომ ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს და ხალხის კეთილდღეობა არ იზრდება", - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

როგორც სოსო ბერიკაშვილმა აღნიშნა, მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზი გარე ფაქტორებია, მათ შორის, რუსეთის ომი უკრაინაში. მისი თქმით, მოსახლეობამ ეკონომიკური ზრდა რომ იგრძნოს, ინკლუზიურობა არის საჭირო.

"ეკონომიკურ ზრდას აქვს ეფექტი, რომ ადრე თუ გვიან, ის ყველაზე აისახოს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ძალიან არაინკლუზიურ ზრდასთან გვაქვს საქმე. ერთეულ ადამიანებზე აისახება და არ ხალხზე გადადის. მარტო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესები არ უნდა მდიდრდებოდნენ. ზრდა მასობრივი, თავისუფალი უნდა იყოს. ყველას უნდა ჰქონდეს ზრდის და განვითარების შესაძლებლობა", - აღნიშნა ეკონომისტმა.

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები