მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის -5%-იანი ვარდნა წელს, 5%-იანი ზრდა 2021-ში - ADB-ის ახალი პროგნოზი საქართველოზე

5ef0af1615979
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.20 17:40
970
აზიის განვითარების ბანკი (ADB) მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკის შესახებ განახლებულ მიმოხილვას აკეთებს და 2020 წლისთვის ქვეყანაში 5%-იან რეცესიას პროგნოზირებს, ხოლო 2021 წლისთვის კი, ვითარების გაუმჯობესებას და 5%-იან ზრდას ელის.

რეგიონის სხვა ქვეყნებში ეკონომიკური პროგნოზები ასეთია (ქვეყნები, რომლებიც ADB-ის წევრები არიან):

სომხეთი - 3.5%-იანი ვარდნა 2020 წელს, 2021 წელს კი 3.5%-იანი ზრდა;
აზერბაიჯანი - 0.1%-იანი ვარდნა 2020 წელს, 2021 წელს კი 1.2%-იანი ზრდა;
ყაზახეთი - 1.2%-იანი ვარდნა 2020 წელს, 2021 წელს კი 3.4%-იანი ზრდა;

რუსეთი, უკრაინა და თურქეთი ADB-ის წევრები არ არიან, შესაბამისად, მათი ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზს ბანკი არ ადგენს.

ADB-ის პროგნოზი ვრცლად იხილეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები