მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შუა დერეფნის პერსპექტივა - რაზე იმსჯელეს CAREC-ის სესიაზე მილანში?

adb

ADB-ის 58-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მილანში CAREC-ის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა. სესიაზე შუა დერეფნის პერსპექტივასა და პოტენციალზე იმსჯელეს. BMG ამ სესიიდან რამდენიმე ციტატას გთავაზობთ.

"როცა ქართულ ღვინოს მსოფლიოს შემოვლა უწევს, რომ ჩინეთში გაიყიდოს და ამ მიზნისთვის შუა დერეფანს არ/ვერ იყენებს, ე.ი. რაღაც გასასწორებელია" - მამუკა წერეთელი, CAREC-ის სესიის მოდერატორი ADB-ის 58-ე შეხვედრაზე მილანში.

"საქართველოსთვის შუა დერეფანი მაშინაც მნიშვნელოვანი იყო, სანამ სხვა ქვეყნები მასზე ყურადღებას რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთზე დაკისრებული სანქციების გამო გაამახვილებდნენ" - ეკატერინე გუნცაძე , ფინანსთა მინისტრის მოადგილე CAREC-ის სესიაზე მილანში, ADB-ის 58-ე შეხვედრის ფარგლებში.

"ADB უზბეკეთთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად კასპიის მწვანე ენერგო დერეფნის პოტენციალის შესწავლას იწყებს და AIIB-ისთან ერთად ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას დააფინანსებს" - ევგენი ჟუკოვი, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი CAREC-ის სესიაზე, ADB-ის 58-ე შეხვედრის ფარგლებში, მილანში.

"სამხრეთ კორეა და ჩინეთი 5 მილიონდოლარიანი ფონდს ქმნიან, რომელიც რეგიონალურ თანამშრომლობას დაეხმარება" - ინგმინგ იანგი, სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიის ვიცე-პრეზიდენტი CAREC-ის სესიაზე ADB-ის 58-ე შეხვედრის ფარგლებში, მილანშიყველა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები