მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესახებ ინფორმაცია მედიიდან გავიგეთ“ - ოსმან თურანი

60dec1d83a318
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.21 23:50
1323
გასულ კვირას, 25 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმა წარადგინა, რომელიც მისი ინიცირებით საჯარო და კერძო სექტორების, ასევე ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა. მთავრობის წევრები დოკუმენტზე მუშაობის პროცესში აცხადებდნენ, რომლის გრძელვადიანი განვითარების გეგმა ცოცხალი ორგანიზმი იქნება, რომლის განახლება მუდმივი პროცესი იქნება.

რამდენად სწორია 9-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის განვითარების ეკონომიკური გეგმის დღეს შემუშავება და იყო თუ არა ჩართული კერძო სექტორი დოკუმენტაციის შექმნაში - ამ კითხვებზე BM.GE-მ საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმართა. ოსმან თურანი ამბობს, რომ ასოციაციის წევრებს აღნიშნული დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მედიიდან ჰქონდათ.

„ჩვენს ასოციაციას ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. მასმედიიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე გვქონდა მოლოდინები და ასოციაციის წევრებსაც უფრო დეტალურად აინტერესებთ - რას მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმა.

ზოგადად, გეგმა და მიზნები გაწერილი რომ არის, მივესალმები. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და იმის თქმა, რომ აქამდე უნდა გაეკეთებინათ... ახლა თუ გვექნება გეგმა, ეს ძალიან კარგი იქნება“, - ამბობს ოსმან თურანი.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ოსმან თურანი აღნიშნავს, რომ საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციისთვის თურქეთიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვის პროცესში ყველაზე მთავარი სხვადასხვა საგადასახადო შეღავათები და ხელშეწყობის პროექტების გაფართოებაა.

„დღეს საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობის საკმაოდ კარგი პროგრამები არსებობს, ერთი შეხედვით „აწარმოე საქართველოს“ თავისი დადებითი მხარეები აქვს, თუმცა რაღაც მომენტში საკმარისი არ არის. როდესაც დიდ ინვესტიციაზეა საუბარი, უფრო მეტი სტიმული სჭირდებათ. მოდელს არ ვუჩივივართ, თუმცა უფრო მეტი დაფინანსება, როგორიც არის თუნდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლება უკეთესი იქნება“, - განმარტავს თურანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები