აშშ-ში ეკონომიკის გახსნის მიუხედავად, ნავარაუდებზე ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნა. დამქირავებლებმა 559,000 ახალი სამუშაო ადგილი რესტორნების, ბარების და სასტუმროების გახსნის ფონზე შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ექსპერტები უფრო მეტი - 675,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობდნენ COVID-რეგულაციების შემსუბუქების შედეგად. შესაბამისად, აპრილში უმუშევრობის დონე აშშ-ში 6.1%-იდან მხოლოდ 5.8%-მდე შემცირდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 9.3 მილიონი ადამიანი რჩება დაუსაქმებელი, რაც პანდემიამდე არსებულ უმუშევართა რაოდენობას (5.7 მილიონს) მნიშვნელოვნად აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა განსაკუთრებით HORECA სექტორში გაიზარდა, სადაც ზრდამ 292,000 შეადგინა.