ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევა დროულად, ვადების დაცვით. მისივე თქმით, ბიუჯეტზე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა როგორც ფინანსთა სამინისტროსთან, ისე პრემიერის ოფისთან ერთად.
„არსებულ დადგენილ ვადებში ბიუჯეტი შევა პარლამენტში და ის ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რომელიც გაჟღერებული იყო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში. გაზრდილი ბიუჯეტია მიკროგრანტების პროგრამებისთვის, პროგრამისთვის „აწარმოე საქართველოში“, ასევე გაზრდილი ბიუჯეტი ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან მზად ვიყოთ მეორე ტალთღისთვის და ა.შ. ასევე ყველა ის სოციალური პროგრამა, რომელზეც ვსაუბრობდით, ასახაულია ბიუჯეტის პროექტში. ბიუჯეტი პარლამენტში შევა დროულად, ვადების დაცვით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.