მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ საკრედიტო საგარანტიო ფონდიდან 1 ლარიც არაა ათვისებული

5db05923712b4
შოთა ტყეშელაშვილი
23.10.19 17:50
1391
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ადასტურებს, რომ ჯერ საკრედიტო საგარანტიო ფონდიდან თანხების ათვისება არ მომხდარა. ეკონომიკის მინისტრ  ნათია თურნავას მიერ ლევან კობერიძის სადეპუტატო კითხვაზე გაგზავნილი პასუხის მიხედვით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯერ სახელმწიფო გარანტიის გაცემა არ მომხდარა. ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ სქემის კონფიგურაცია საკმაოდ კომპლექსურია და ის კომერციულ ბანკებთან შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას საჭიროებს.

ნათია თურნავას პასუხი ლევან კობერიძეს:

“თქვენი მიმდინარე წლის 9 ოქტომბრის N 11222/3-48/19 წერილით წარმოდგენილი შეკითხვის პასუხად, მოგახსენებთ, რომ როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 29 მარტს ძალაში შევიდასაქართველოს მთავრობის დადგენილება № 163 საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამისდამტკიცების შესახებ, რომელსაც ახორციელებს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ (შემდგომში სააგენტო). ამასთანავე, 2019 წლის ივლისის თვეში, სააგენტოსა და 12 კომერციულ ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები პროგრამასთან მიმართებით. საკრედიტო საგარანტიო სქემა წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც კომპლექსური პროექტია და ფინანსებზე წვდომას გაუმარტივებს იმ მცირე დასაშუალო ბიზნესს, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა სესხის ასაღებად.

საკრედიტო საგარანტიო სქემის სრული ფუნქციონალით მუშაობისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული პროგრამა, რომელიც ასევე ინტეგრირებული იქნება კომერციული ბანკის შიდა პროგრამებთან დაუზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციის გაცვლას სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის. ამასთან, პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა სქემის ეფექტიანი იმპლემენტაციისა და საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მისი გაუმჯობესებისთვის საჭირო ანალიზის განხორციელების შესაძლებლობას.

სწორედ აღნიშნული სქემის კომპლექსურობიდან გამომდინარე, აქტიურად მიმდინარებს მუშაობა კომერციულ ბანკებსა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიას შორის, ხოლო აღნიშნული პროცესის დასრულების შემდგომ კომერციულ ბანკებს ექნებათ აღნიშნული სქემის ფარგლებში განცხადებების მიღების და გამოყოფილი თანხების ათვისების შესაძლებლობა. ამასთან, საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიის გაცემა დამოკიდებულია კერძო სექტორის ინიციატივასა და მათი მხრიდან აღნიშნული ინსტრუმენტით სარგებლობის სურვილსა და საჭიროებაზე. ამ ეტაპზე, აღნიშნული სქემის ფარგლებში არ არის გაცემული საკრედიტო გარანტია, ასევე არ არსებობს წინასწარი ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების თაობაზე, რადგან ორივე ზემოაღნიშნულს კერძო სექტორის მიმართვიანობა განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა საკრედიტო საგარანტიო სქემის ამოქმედების შემდეგ საშუალებას მოგვცემ სგავაკეთოთ დეტალური ანალიზი პროგრამის ფარგლებში ბანკების მიერ დაკრედიტებული პროექტების შესახებ და აღნიშნული ინფორმაცია კვარტალური პერიოდულობით განთავსებული იქნება სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ვებ-გვერდზე ანგარიშის სახით", - წერს მინისტრი.

ცნობისთვის: "საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდა. სქემამ უნდა უზრუნველყოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირება. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 12 უმსხვილესი ბანკი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მიმდინარე წლის 25 ივლისს ჩაერთო. საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. სამინისტროში მიიჩნევენ, აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში, კერძოდ, საკრედიტო საგარანტიო სქემა უზრუნველყოფს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას რომელთაც, არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად.

2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები