მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო კიდევ ორი CFD-აუქციონის გამოცხადებას სექტემბრის ბოლომდე გეგმავს

ჰესები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, კიდევ ორი CFD-აუქციონი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ამის შესახებ მან ენერგეტიკის დღეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აღსანიშნავია მხარდაჭერის სქემა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და ეს გახლავთ CFD - აუქციონი, რომლითაც ვფიქრობთ, შევძელით, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდგომ განვაახლეთ მხარდაჭერის სქემა დარგში. რა თქმა უნდა, ეს მოხდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებით და იმ ფინანსურ ინსტიტუტების სრული ჩართულობით და მხარდაჭერით, რომლებსაც საბოლოო ჯამში დიდი წვლილი შეაქვთ პროექტების დაფინანსებაში.

CFD-აუქციონებმა დიდი ბიძგი მისცა იმ გაჩერებულ პროექტებს, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ვერ ხორციელდებოდა. ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ სექტემბერში, უახლოეს მომავალში გამოვაცხადოთ კიდევ ორი აუქციონი, რომელიც შეთანხმებული იყო თავის დროზე სავალუტო ფონდთან. ანუ, ჯამში 1500 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე, რომლიდანაც ჩვენ მხოლოდ 300 მგვტ გვაქვს ათვისებული და დარჩენილია 1200 მგვტ. დარწმუნებული ვართ საბოლოოდ, პროგრამა წარმატებული იქნება და კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს ამ ობიექტების მშენებლობას ქვეყანაში“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, პირველი CFD-აუქციონი თებერვალში გამოაცხადა, ხოლო გამარჯვებულები მაისში გამოვლინდნენ, თუმცა კომპანიები ხელშეკრულების გაფორმებას ამ დრომდე ელიან.

CFD-ის აუქციონში გამარჯვებული კომპანიები ეკონომიკის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმებას ამ დრომდე ელიან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები